მთავარიევროპაიტალიაიტალიაში ქვეყნის შიგნით გადაადგილების დროს „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახდა

იტალიაში ქვეყნის შიგნით გადაადგილების დროს „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახდა

იტალიაში ვაქცინაციის წახალისებისა და კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით  ქვეყნის შიგნით მოგზაურობის დროს სავალდებულო გახდა კოვიდსაშვის წარდგენა.  დოკუმენტი  დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ მის მფლობელს უკანასკნელი 15 დღის განმავლობაში მიღებული აქვს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა, ბოლო 48 საათში ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია ან გასული 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მგზავრები მიესალმებიან ე.წ. „მწვანე საშვის“ შემოღებას და მიაჩნიათ, რომ ეს საბუთი ხელს უწყობს იტალიის მასშტაბით უსაფრთხოდ გადაადგილებას. ისინი აღნიშნავენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის გარდა, სხვებსაც უნდა გაუფრთხილდნენ.

გუშინ, 1 სექტემბერს კი მილანსა და რომში გამართულ აქციაზე ე.წ. „მწვანე საშვის“ გასაპროტესტებლად  ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა.

იტალიაში ჯერჯერობით 12 წელს გადაცილებული მოქალაქეების 70%-ია სრულად აცრილი. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ 50-69 წლამდე ასაკის ადამიანთა უმეტესობას ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ აქვს ჩატარებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend