მთავარიმსოფლიორამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 14 000 ავღანელი ლტოლვილი იმყოფება

რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 14 000 ავღანელი ლტოლვილი იმყოფება

გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე  აცხადებენ, რომ 20 აგვისტოდან დღემდე რამშტაინის ავიაბაზაზე 24 000 ავღანელი ლტოლვილის ჩამოყვანა მოხერხდა. 86-ე საჰაერო დანაყოფის წარმომადგენლის ინფორმაციით, 10 000 ევაკუირებული უკვე გადანაწილდა სხვადასხვა ადგილას. 13 900 ლტოლვილი ჯერ კიდევ ბაზაზე რჩება.

მაიორ დასტინ დირის  განცხადებით, როდესაც ლტოლვილები ამ შენობაში ხვდებიან, მათ უკვე გავლილი აქვთ შემოწმება. მისი თქმით, ეს უკვე ჩვეულებრივი ტერმინალივითაა, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო ფრენები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ევაკუირებულები დროებით მიჰყავთ იქ, სანამ მათთვის განკუთვნილი თვითმფრინავი დაჯდება. შემდეგ კი ისინი შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

აშშ-ის გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი ფრანკფურტში ენდრიუ ჰალასი აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ყველაფერი წესრიგშია. უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგად ევაკუირებული პირები ჩამოჰყავთ რამშტაინში. თითოეული ადამიანი, რომელიც აქ ჩამოდის, უკვე შემოწმებულია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.  ბოლოს კი, ევაკუირებული პირები დამატებით პროცედურებს შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცერთან გაივლიან.

უახლოეს დღეებში რამშტაინის ავიაბაზაზე დამატებით ელოდებიან 2 300 პირს, რომლებიც შემდეგ დანიშნულების ადგილას გაემგზავრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend