მთავარიაზიაავღანეთი"თალიბანსა" და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების ამოწურვამდე 1 დღე დარჩა

“თალიბანსა” და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების ამოწურვამდე 1 დღე დარჩა

ავღანეთისა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. ზუსტად ერთ დღე დარჩა შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, რის შემდეგაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ ავღანეთიდან ხალხის გაყვანას.

ინგლისში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ბრიტანელი ჯარისკაცების გასაყვანად ავღანეთიდან ბოლო რეისი განახორციელა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და 1000 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, დიპლომატისა და საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მადლიერება გამოხატა.

,,ყველა იმ ტანჯვისა და მსხვერპლის შემდეგ ნება მიბოძეთ, პირადად ვესაუბრო იმ ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად. თქვენს გაჭირვებასა და წვალებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთისა თუ სხვა რომელიმე დასავლური ქვეყნის წინააღმდეგ ავღანეთიდან ტერაქტი არ განხორციელებულა”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

“თალიბანი” უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და იმ ავღანელებს, რომლებსაც სხვა ქვეყნიდან მოგზაურობის უფლება აქვთ მინიჭებული, ავღანეთის დატოვების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და და მათი მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 113, 500 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე. მან ქრისტიანებს ლოცვისა და მარხვისკენ მოუწოდა.

წმინდა პეტრეს მოედანზე მომლოცველებთან და ტურისტებთან საუბრისას პაპმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გამო და უერთდება იმ ადამიანების ტკივილს, რომლებიც ქაბულის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

“მე მწუხარებით ვადევნებ თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს და ვიზიარებ იმ ტანჯვასა და  ტკივილს, რომლებსაც ავღანეთში განიცდიან. ყველას ვთხოვ, გააგრძელოს გაჭირვებულების დახმარება და ილოცოს, რათა დიალოგმა და სოლიდარობამ მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრება აღადგინოს ავღანეთში. მივმართავ ყველა ქრისტიანს, გააძლიეროს ლოცვა და იმარხულოს. ახლა მხოლოდ ლოცვის, მარხვისა და მონანიების დროა”,- თქვა რომის პაპმა.

“თალიბანი” უზრუნველყოფს  უსაფრთხოებას ქაბულის ქუჩებში. მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ისლამური სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს ამავდროულად, ქვეყნიდან გასვლის დროს ეწურება იმ ათასობით ავღანელს, რომლებსაც არ სურთ ქვეყანაში  დარჩენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend