მთავარიმსოფლიოგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში ვიზიტის შემდეგ უკრაინას ესტუმრა და პრეზიდენტ ვოლო-დიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ყირიმის ანექსია და ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იყო. მერკელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“ ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ  მხარს დაუჭერს.

„ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის გამტარ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს. მე ვთხოვ კიდევ ერთ შეხვედრას რუსეთის, საფრანგეთისა და  უკრაინის პრეზიდენტებს. ჩემი აზრით, მორიგი შეხვედრა უფრო მეტი წინსვლისთვისაა საჭირო და უკვე შევძლებთ უკეთესი დღის წესრიგის შემუშავებას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

,, ჩვენი მოლაპარაკებების უმთავრესი თემაა დონბასში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში უკრაინას, გერმანიასა და საფრანგეთს ჰქონდათ მტკიცე პოზიცია სამშვიდობო გეგმის შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კრემლის ზეწოლის ბერკეტებზე და განმარტა, რომ ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტია.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია იძლევა გარანტიას, რომ ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით 2024 წლის ჩათვლით მიაწვდის. 2014 წელის ყირიმის ანექსიისა და  აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაძაბულია. აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებების დაწყებიდან დღემდე 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend