გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს, 20 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავა.
შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე იმართება. ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისადმი დამოკიდებულებისა და უკრაინის მიმართ აგრესიის გამო.
გასული წლების განმავლობაში რუსეთის უკრაინასთან კონფლიქტმა ურთიერთობები გაამწვავა არამარტო რუსეთსა და გერმანიას, არამედ რუსეთსა და მთლიანად ევროკავშირს შორის.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეხვედრისას უდავოდ განიხილება ვითარება ავღანეთში, გაზსადენის, „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ საკითხი, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის რეპრესიული ქმედებები, ასევე ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან მიგრანტების საკითხი, რომელიც მიზნად ევროკავშირის დესტაბილიზაციას ისახავს.
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გერმანიის კანცლერის თითქმის 16-წლიანი მმართველობის დასასრულს იმართება.
მრავალი პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, ორმა დიდი ხნის ლიდერმა წლების განმავლობაში უშუალო ურთიერთობების შენარჩუნება მოახერხა.