მთავარიევროპასაბერძნეთიგზამკვლევი რობოტი „პერსეფონე“

გზამკვლევი რობოტი „პერსეფონე“

„პერსეფონე“ მთელ მსოფლიოში გამორჩეული გზამკვლევია, რომელიც ივლისიდან მნახველებს ალისტრატის ულამაზეს მღვიმეს ათვალიერებინებს.

ალისტრატის მღვიმის სამეცნიერო დირექტორ ნიკოლაოს კარტალის განცხადებით, რობოტი უპირველესად გამორჩეულია იმით, რომ მას 33 ენაზე შეუძლია მეგზურობა, 3 ენაზე ერთდროულადაც კი. მას ასევე შეუძლია უპასუხოს ტურის მონაწილეების კითხვებს. მისი თქმით, რობოტი მნახველებს მღვიმეში 150 მეტრზე უწევს მეგზურობას, ჩერდება 3 სხვადასხვა ადგილას, შემდეგ კი ტურს მღვიმის ადამიანი გიდები აგრძელებენ.

პროგრამული და ტექნიკური მხარე ბერძენი მეცნიერების -ტექნოლოგიისა და კვლევის ინსტიტუტის და კრეტის უნივერსიტეტის პროფესორების – შექმნილია. პროექტის ღირებულება 118 000 ევროა. რობოტის შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მას შემდეგ, რაც ნიკოლაოს კარტალისმა პირველად გიდი რობოტი ერთ-ერთ გამოფენაზე ნახა.

ევდოკია კარაფერა ერთ-ერთი გიდია, რომელიც რობოტთან ერთად მუშაობს. კარაფერას თქმით, რობოტით აღფრთოვანებულია მნახველთა უმეტესობა, განსაკუთრებით ბავშვები. მისი აზრითაც, „პერსეფონე“ საინტერესო მოვლენაა, თუმცა დასძენს, რომ რობოტი კოლეგები სრულად ვერასდროს ჩაანაცვლებენ ადამიანებს.

ზოგიერთ დამთვალიერებელს რობოტის სვლის ნელი ტემპი მოსწონს, რადგან ასე უფრო მეტის დათვალიერებაა შესაძლებელი. ზოგი კი აცხადებს, რომ ნათლად ჩანს, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და როგორ შეუძლია ჩაანაცვლოს ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, თუმცა, რა თქმა უნდა, რობოტის ემოციის ნაკლებობა საგრძნობია.

სამომავლოდ  ვირტუალური მუზეუმის მოწყობა იგეგმება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ალისტრატის მღვიმის ისტორია და ბერძნულ მითოლოგიასთან კავშირი. მღვიმის ერთ-ერთი ნაწილს კი სტუდენტებისთვის ტექნიკური გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend