მთავარიამერიკამექსიკაპირველი კატეგორიის ქარიშხალი მექსიკის სანაპიროს უახლოვდება

პირველი კატეგორიის ქარიშხალი მექსიკის სანაპიროს უახლოვდება

მექსიკაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ქარიშხალ „გრეისისს“ ელიან.

მეთევზეებს თავიანთი ნავები წყლისგან მოშორებით გააქვთ. სასტუმროებიდან ხალხი უკვე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი, გაიხსენა სპეციალური თავშესაფრები და შეჩერდა ბორნების მიმოსვლა.

პირველი კატეგორიის ქარიშხალს ქვეყნის იმ ნაწილში ელიან, რომელშიც ყველაზე მეტი ტურისტია. „გრეისი“ ქარიშხლად მას შემდეგ იქცა, რაც მიწისძვრის გამო დაზარალებულ ჰაიტის გადაუარა და უხვი ნალექი გამოიწვია.

მეთევზე კარლოს კანჩე გონსალესი აცხადებს, რომ გასულ წელს, როდესაც ქარიშხალი დაატყდათ თავს, მოუმზადებლები იყვნენ. ინფორმაცია, რომელიც მაშინ მოსახლეობას მიაწოდეს, არასწორი აღმოჩნდა. ხალხს ეგონა, რომ ქარიშხალი ადვილად გადაივლიდა. მისი თქმით, წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე დაიწყეს მათი საკუთრებისა თუ ნივთების დაცვაზე ზრუნვა. ეს აღჭურვილობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ქარიშხალ „გრეისის“ მიერ გამოწვეული ძლიერი ქარის სიჩქარე 120 კმ. საათამდე გაიზარდა და მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე მისვლამდე მის კიდევ უფრო გაძლიერებას ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend