მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 ათას ლტოლვილს მიიღებს

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 ათას ლტოლვილს მიიღებს

ბორის ჯონსონმა ავღანეთიდან ბრიტანეთის ჯარების გასვლის გადაწყვეტილებას კვლავ მტკიცედ დაუჭირა მხარი და უარყო, რომ თითქოს მისი მთავრობა მომზადებული არ ყოფილა თალიბანის თავდასხმისთვის. ოფიციალურად პარლამენტი ჯერ კიდევ შვებულებაშია, თუმცა თემთა პალატა ავღანეთში მიმდინარე მოვლენების განსახილველად მაინც შეიკრიბა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გეგმავს, რომ თალიბანი არა მათი სიტყვებით, არამედ მოქმედებებით განსაჯოს. მან ასევე დასძინა, რომ დასავლეთის სამხედრო ძალებმა ავღანეთი უნდა დატოვონ.

ბორის ჯონსონის აზრით, ილუზიაა, რომ თითქოს ბრიტანეთსა და მათ პარტნიორებს სურვილი აქვთ, ავღანეთში სამხედრო მისია გაგრძელდეს.

მისი თქმით, ამაზე ფიქრი 2014 წლის საბრძოლო ოპერაციის დროს დასრულდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ავღანელი ხალხისა და რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ იმუშავებს ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

მთავრობამ უკვე დადო პირობა, რომ ავღანეთიდან 20 000 ლტოლვილს მიიღებს, მათ შორის 5 000-ს ამ წელს. ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ სამშობლოში უკვე დააბრუნა 306 მოქალაქე და მათთან ერთად 2052 ავღანელი.

გუშინ კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა ბრიტანეთის მოქალაქეებითა და ავღანელი ლტოლვილებით.

ამავდროულად, შინაგან საქმეთა მინისტრ პრიტი პატელს ემიგრაციის წესების გამკაცრება სურს, განსაკუთრებით იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩავლენ. ავღანეთის ვითარებასთან გასამკლავებელ ბრიტანულ გეგმას უკვე აშკარად აქვს პრობლემები.

თალიბანის მმართველობის დროს ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანა არ იქნება ადვილი. ბრიტანეთის მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმა არ არის კარგად შედგენილი. ზოგი პარლამენტარის აღნიშვნით, არაადეკვატურიც კია. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მთავრობის გეგმა გამოწვევის მასშტაბებს არ შეესაბამება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend