მთავარიაზიაავღანეთიქაბულის დაცემის მოლოდინში

ქაბულის დაცემის მოლოდინში

ამერიკის შეერთებული შტატები საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 3 ათას სამხედროს გზავნის.

თალიბანის მებრძოლები კი ერთმანეთის მიყოლებით რაიონულ ცენტრებსა და დასახლებებს იპყრობენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, ქაბულში მდებარე საელჩო ფუნქციონირებას აგრძელებს, მაგრამ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ავღანეთში საკუთარი საელჩოს დაცვის მიზნით სამხედროების გაგზავნის თაობაზე, ავღანეთის მთავრობის უიმედო მდგომარეობაზე მიანიშნებს.

3 ათასი ამერიკელი სამხედროს საელჩოს დაცვის მიზნით ავღანეთში გადასროლის გადაწყვეტილება თალიბანის მეომრების მიერ ქალაქ ჰერათისა და განძის აღებიდან რამდენიმე საათში მიიღეს.

ავღანეთიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით ლონდონი ავღანეთში 600 სამხედროს გააგზავნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend