ინდოეთის უტარ პრადეშის შტატში ძლიერი წვიმის შედეგად ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა.
ინდოეთის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით სტიქიის შედეგად 1 200 – ზე მეტი სოფელი დაიტბორა, ლტოლვილები კი მათთვის აგებულ სპეციალურ 1000 ბანაკში დროებით მოათავსეს.
ადგილობრივი სუბაშ კუმარის განცხადებით, მოსახლეობა მეტად დაზარალდა.
„საკმაოდ ძლიერი წვიმის შედეგად ჩვენი საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ბევრ ოჯახს სახლი საერთოდ დაენგრა, ბევრის ქონება წყალმა წაიღო, მოსახლეობამ საკმაოდ დიდი ზარალი ნახა“, – ყვება სუბაში კუმარი.
შტატის 75 რაიონიდან 11 ძლიერი წვიმის შედეგად ძლიერ დაზარალდა.
ბოლო 36 საათის განმავლობაში წყლის დონემ 4 სანტიმეტრით აიწია.
„ საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, ფერმერებმა კი მოსავალი დაკარგეს. შინაური ცხოველები იტანჯებიან და ჩვენ არავინ არ გვეხმარება. ჩვენთვის ერთი ნავიც კი არ გადმოუციათ. რამდენი ნავიც დავინახე, ჩვენგან საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდა”, – ამბობს პრაკარშ იადავი.
არსებული პროგნოზის თანახმად ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულ შტატში ძლიერი წვიმა მომავალი რამდენიმე დღე კვლავ მოსალოდნელია.
წლის ამ პერიოდში ინდოეთში ძლიერი წვიმები ჩვეული მოვლენაა.