მთავარი მსოფლიო ერთობლივი სამხედრო მანევრები

ერთობლივი სამხედრო მანევრები

რუსეთის ფედერაციის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სამხედრო მანევრები დაასრულეს. სამხედრო წვრთნების მიზანი ავღანეთიდან პოტენციურად მომავალი საფრთხის გაუვნებელყოფა იყო.

სამხედრო მანევრებში 2,500 რუსი, ტაჯიკი და უზბეკი ჯარისკაცი მონაწილეობდა.

სამხედრო წვრთნები კი ავღანეთისა და ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სამხედრო მანევრებში ახალი იარაღიც გამოცადეს.

მოსკოვი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზას ფლობს, ამ სამხედრო ბაზაზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაცია რეგიონის სახელმწიფოებს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარებ ჰპირდება.

ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ეგრეთწოდებული ტაშკენტის პაქტის წევრი სახელმწიფოები არიან.

ორგანიზაციის წევრი დომინანტი სახელმწიფო კი რუსეთის ფედერაცია გახლავთ.

ტაჯიკეთში გამართულ სამხედრო მანევრებს წინ უზბეკეთში გამართული წვრთნები უსწრებდა, რომლებშიც  1,500 რუსი და უზბეკი სამხედრო 200 ერთეულ სამხედრო ტექნიკასთან ერთად მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend