მთავარიაზიაიაპონია76 წელიწადი ატომური თავდასხმიდან

76 წელიწადი ატომური თავდასხმიდან

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ მსოფლიოს ატომური იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდა. 9 აგვისტოს ნაგასაკიზე ატომური თავდასხმიდან 76 წელიწადი შესრულდა.

ნაგასაკი მეორე იაპონური ქალაქი გახდა, რომელიც ატომური იარაღით დაიბომბა, პირველი კი ჰიროშიმა გახლდათ. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ატომური იარაღის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

„იაპონია ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში რომელმაც ატომური იარაღით დარტყმა განიცადა. იაპონიის უცვლელი მისია გახლავთ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდამხარ ატომური შეიარაღებისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა“, – განცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ.

ნაგასაკის მერმა, ტომიჰისა ტაუემ კი მისი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის განცხადების სულისკვეთება გაიზიარა და ასევე მოუწოდა მსოფლიოს ატომური იარაღის აკრძალვისკენ.

„იაპონიის კონსტიტუციაში ომი დაგმობილია. აუცილებელია, ჩრდილოეთ აღმოსავლეთ აზიაში ატომური შეიარაღებისგან თავისუფალი ზონის შექმნა. ამ ნაბიჯის გადადგმით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ატომური იარაღისგან თავისუფალ სამყაროს“, – განაცხადა ნაგასაკის მერმა ტომიჰისა ტაუემ.

1945 წლის 9 აგვისტოს, დილის 11 საათსა და 2 წუთზე, ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალების ბომბდამშენმა ბ – 29 – მ თითქმის 5 ტონის სიმძიმის ატომური ბომბი ნაგასაკიში ჩამოაგდო.

შედეგად 70 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 3 დღით ადრე კი ჰიროშიმაზე ატომური თავდასხმის შედეგად 140 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

იაპონიის იმპერია 15 აგვისტოს დანებდა, შედეგად კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

ატომური იარაღის მოთხოვნით შექმნილ დეკლარაციას მსოფლიოს მასშტაბით 50 – მდე სახელმწიფო შეუერთდა, მაგრამ მათ შორის არ არის, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც იაპონია.

ატომურ დაბომბვას გადარჩენილი 130 ათასამდე ადამიანი რადიაციის შედეგად სხვადასხვა დაავადებით დასნეულდა, ისინი საზოგადოების მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლნიც გახდნენ, ამავდროულად, მათ იაპონიის მთავრობა სამედიცინო და სოციალურ დახმარებას უწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend