მთავარისაქართველო2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავი

2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავი

აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს გორში, 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძმებ რომელაშვილების ხსოვნის მემორიალთან მივიდნენ, შემდეგ კი იმ კორპუსებთან გადაინაცვლეს, რომლებიც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა.

“ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დაღუპულთა ოჯახებს ტკივილი შევუმსუბუქოთ” – განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ.

12 საათზე გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება.

გორში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend