მთავარიევროპაიტალიაიტალიაში სექტემბრიდან დახურულ საჯარო სივრცეში მხოლოდ აცრილები დაიშვებიან

იტალიაში სექტემბრიდან დახურულ საჯარო სივრცეში მხოლოდ აცრილები დაიშვებიან

სექტემბრიდან იტალიაში დახურულ საჯარო სივრცეში შესვლა მხოლოდ ე.წ. მწვანე საშვით იქნება შესაძლებელი, რომელიც დაადასტურებს, რომ საშვის მფლობელი აცრილია.

მართალია, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მწვანე სერტიფიკატის შემოღებას აპროტესტებს, მაგრამ მთავრობა ირწმუნება, რომ მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ფიზიკური დასწრების აღდგენა.

საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, იტალიის მთავრობა სექტემბრიდან საჯარო სივრცეების უმეტესობაში ე.წ. მწვანე საშვს მოითხოვს.

მაგალითად შორ მანძილზე ტრანსპორტირების შემთხვევაში საშვი აუცილებელი იქნება. სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაბრუნებას სექტემბერში მხოლოდ საშვიანი სტუდენტები და პედაგოგები შეძლებენ.

„რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ  სექტემბრიდან სკოლები  სრულიად უსაფრთხოდ გაიხსნას და ხალხმა  დასწრება შეძლოს. ამ ახალი კანონით მწვანე საშვის სავალდებულო გახდება სკოლის ყველა თანამშრომლისთვის, ვინც სკოლაში ივლის“, – აცხადებს იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანცა.

6 აგვისტოდან მწვანე საშვი, რომელზეც QR კოდით თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაცია იქნება დატანილი, სავალდებულო გახდება, იმისთვის რომ რესტორანში ან რომელიმე  დახურულ სივრცეში შეხვიდე, მათ შორის სპროტდარბაზში, კინოდარბაზსა და თეატრშიც. ვინც წესებს არ დაემორჩილება, ძალიან მკაცრად დაჯარიმდება: ჯარიმა 400-დან ათას ევროს ითვალისწინებს. შესაძლებელია როგორც ქაღალდის, ისე ციფრული საშვის გამოყენება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend