მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანულ ლოგისტიკურ კომპანიებს ბრექსიტისა და პანდემიის გამო საქმიანობა ძალიან გაურთულდათ

ბრიტანულ ლოგისტიკურ კომპანიებს ბრექსიტისა და პანდემიის გამო საქმიანობა ძალიან გაურთულდათ

გაერთიანებული სამეფოს ავიაგადმზიდავ კომპანიებს ბრექსიტისა და პანდემიის გამო საქმიანობა ორმაგად გაურთულათ, რადგან ბრექსიტის შემდეგ გაზრდილი ბიუროკრატია პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დაამძიმა.

შედეგად, სატვირთო გადაზიდვებზე ფასები გაორმაგდა და გასამმაგდა, რაც დიდი ალბათობით საბოლოო ჯამში მომხარებელს დააწვება ტვირთად.

ბრექსიტის შემდეგ ბრიტანელები როგორც იქნა შეეგუენ  ევროპის საზღვრების გადაკვეთას. მაგრამ რაც წელი დაიწყო ბრიტანული საჰაერო სატვირთო გადაზიდვის კომპანიებს სულ უფრო უჭირთ ახალ ბიუროკრატიასთან გამკლავება, რადგან ბრექსტით გართულებულ  მდგომარეობას კოვიდიც დაემატა.

რობერტ ლარკინი, ლოგისტიკური კომპანია  Med Freight Services-ის წარმომადგენელი ამბობს რომ მდგომარეობა სტიქიის დროს შექმნილ საგანგებო ვითარებას დაემსგავსა:

„ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, როგორც ქარიშხლის დროს ხდება. ყველაფერი გადაიდო და თან ზედ ბრექსიტიც დაემატა. ნამდვილი საშინელი სიზმარი იყო“, – ამბობს რობერტ ლარკინი.

ბრექისიტით გართულებულ ბიუროკრატიას  ევროპის ერთიანი ბაზრიდან ბრიტანეთის ამოვარდნით გამოწვეული მღელვარებაც ამწვავებს.

„ჩვენ, როგორც ტეტჩერმა თქვა, ევროპის კარიბჭე ვიყავით, სადაც შემოდიოდა ინვესტიცია იაპონიიდან – „ჰონდა“ იქნებოდა „ნისანი“ თუ სხვები. აქ რომ შემოვიდოდა იმპროტი, მერე ყველგან თავისუფლად გადიოდა. ახლა ასე აღარ არის, მხოლოდ ის საქონელი შემოდის, რომელიც აქ რჩება, რადგან რაღა აზრი აქვს იმის შემოტანას, რაც ევროპაში, პარიზი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადგილი, უნდა წავიდეს?  ზუსტად ეს ხდება ახლა,  ის პროდუქტი რაც ადრე შემოდიოდა აღარ შემოდის“, – ამბობს ლოგისტიკური კომპანია Glenn Freight services-ის ხელმძღვანელი ჯეფრი ინგარფილდი.

საჰაერო გადაზიდვის კომპანიების უმეტესობის ბიზნესი ისეთ საჰაერო მარშრუტებზეა დამოკიდებული, რომელიც ერთ გასვლაზე რამდენიმე ქვეყანაში შედის.  ამ გზით კომპანიები პროდუქტისთვის საჭირო კომპონენტებს მიწოდების ჯაჭვს ადგენენ.

ეს საკითხი რომ მოგვარდეს, ნებართვებისა და საშვების გაცემას უნდა დაელოდო.

ანტონიას ფოსტა სპეციალურად ბრექსიტით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა.

მაგრამ ტვირთების გადამზიდავ კომპანიებს, დარტყმა მხოლოდ ბრექსიტმა კი არ მიაყენა, არამედ პანდემიამაც. სწორედ პანდემიის გამო ბოლო 18 თვის განმავლობაში ბიზნესის ხარჯები უზომოდ გაიზარდა. მაგალითად სამაგიდო თამაშები, რომელთა შეძენაც გასულ წ ესლ ჩინეთში  საკმაოდ იაფი ჯდებოდა, ახლა ასტრონომიულად გაძვირდა.

„ტვირთის გადამზიდავ კომპანიებს ქვეყნიდან პროდუქტის გამოტანა ორჯერ და სამჯერ გაუძვირდათ. რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს – ამ თვეში მაგალითად ჩინეთიდან კონტეინერს ველოდები  და მისი ფასი ხუთჯერ მეტია ვიდრე გასულ წელს. ეს კონტეინერი 3-ის ნაცვლად 15 ათასი დოლარი მიჯდება. ეს გარკვეულწილად მომხმარებელზეც აისახება“, – ამბობს Med Freight Services-ის წარმომადგენელი რობერტ ლარკინი.

ტრანსპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა „გაერთიანებული სამეფოს  ავიაკომპანიებმა ევროკავშირში შესვლა და გამოსვლა მინიმალური ადმინისტრაციული მოთხოვნებით შეძლონ“.

თუმცა მანამდე გაერთიანებული სამეფოს ლოგისტიკურ კომპანიებს ამ წნეხის გაძლება მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend