მთავარი ევროპა ავსტრია იტალიური ნაყინი ვენაში

იტალიური ნაყინი ვენაში

ვენაში არა უგვიანეს დილის 10 საათისა ნაყინის იტალიელი  გამყიდველი სილვიო მოლინ-პრადელი იღებს თავის პირველ კლიენტებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის იყიდიან თავიანთ საყვარელ ნაყინს.

ვენის მოსახლეობამ იტალიურ ნაყინს გემო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროს გაუგო, როდესაც იტალიელ გამყიდველებს ნაყინი  ქუჩა-ქუჩა დაჰქონდათ. საქმეც საკმაოდ კარგად მიდიოდა. დღეს ვენაში ძალიან ბევრი სანაყინეა, რომლებშიც იტალიურ ნაყინს ყიდიან.

ნაყინის გამყიდველები ვალ დი ძოლდოს ხეობიდან მოვიდნენ. ეს ხეობა დოლომიტის ალპებთანაა. 1880-იან წლებში იქ დიდი გაჭირვება იყო,  ამიტომ ხალხმა ნაყინის გაყიდვა გადაწყვიტა.

ნაყინი ვენაში მანამდეც იყო, თუმცა ის მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რადგან ძალიან ძვირი ღირდა. ეს იყო დესერტი, რომლის დაგემოვნების საშუალება ცოტას თუ ჰქონდა. იტალიელების წყალობით კი, ნაყინის შეძენა ყველა ფენას შეეძლო.

როგორც სილვიო მოლინ-პრადელი ამბობს, ნამდვილი იტალიური ნაყინი ნატურალური პროდუქტებისგან უნდა მომზადდეს. ამიტომ ისინი ყოველდღიურად ყიდულობენ სუფთა რძეს, კარაქს, ნაღებსა  და ხილს, რომელიც ასევე აუცილებლად ახალი უნდა იყოს.

როგორც ცნობილია, თითოეული ავსტრიელი წლის განმავლობაში 8 ლიტრ ნაყინს მიირთმევს, განსხვავებით იტალიელებისგან, რომლებიც ყოველწლიურად 6 ლიტრ ნაყინს ჭამენ. იტალიის გარეთ ავსტრია-უნგრეთის იმპერია ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც იტალიურ ნაყინს ანიჭებდნენ უპირატესობას.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

იტალიური ნაყინიიტალიური ნაყინი

Send this to a friend