მთავარიევროპაიტალიახმელთაშუა ზღვაში ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით დათარიღებული ნავი აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით დათარიღებული ნავი აღმოაჩინეს

ძველი რომაული ნავი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით თარიღდება, პალერმოს სანაპიროებთან, ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს.

ნავი ოკეანის ფსკერზე, 92 მეტრის სიღრმეზე, აღმოაჩინეს. წყალქვეშა რობოტის მიერ გადაღებულ პირველ კადრებში ჩანს, რომ ამ ნავით ღვინის ჭურჭელი გადაჰქონდათ.

იტალიის გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის დირექტორი ვინჩენცო ინფანტინო აღნიშნავს, რომ მათ არაერთი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღვინის ჭურჭელი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ეს ნივთები ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნით თარიღდება.

სიცილიის ოფიციალური პირების შეფასებით, გასული წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend