მთავარიევროპათურქეთიექსპერტების აზრით თურქეთში სტიქიური უბედურების მთავარი მიზეზი კლიმატური ცვლილებაა

ექსპერტების აზრით თურქეთში სტიქიური უბედურების მთავარი მიზეზი კლიმატური ცვლილებაა

უკვე მეშვიდე დღეა, თურქი მეხანძრეები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურაც ართულებს.

ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

სოფლის მცხოვრებლები ხედავდნენ, როგორ იწვოდა ტყე და როგორ ანადგურებდა მათ სახლებსა და საკუთრებას ხანძარი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ამ დროს ადამიანი უძლურია, რადგან არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ისინი იძულებული გახდნენ, სწრაფად გასცლოდნენ სტიქიის ზონას.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ თურქეთის დასახმარებლად მათ სახანძრო თვითმფრინავები გამოაგზავნეს ესპანეთიდან და ხორვატიიდან. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობენ ასევე სახანძრო თვითმფრინავები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან.

საერთო ჯამში ცეცხლის ლოკალიზების პროცესში 16 თვითმფრინავი, 51 ვერტმფრენი და 5 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად.  ხანძარი, შესაძლოა, ადამიანის დაუდევრობის გამოც გაჩნდა, თუმცა არ გამორიცხავენ საბოტაჟის ვერსიასაც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი. მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხანძრის განზრახ გაჩენას ედავებიან.

თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, სტიქიური უბედურების მთავარი მიზეზი ძირითათად მაინც კლიმატის ცვლილებაა, რომელსაც ემატება ადამიანების დაუდევრობით დაშვებული შეცდომები. სამხრეთ ევროპაში სითბურმა ტალღამ, რომელსაც ჩრდილოეთი აფრიკიდან ცხელი ჰაერის მასები ემატება, ტყის ხანძრები გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და საბერძნეთშიც. ამ ქვეყნებში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე გამოცხადდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend