მთავარიაზიალიბანიბეირუთის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

ბეირუთის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

ოთხ აგვისტოს გავა ერთი წელი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქებიდან, რომელმაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ახლომდებარე რაიონები, ხოლო სამასი ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ბევრმა ვერ შეძლო ახალ სახლში გადასვლა ან დაზიანებული სახლის შეკეთება. მათ ნახევრად დანგრეულ შენობებში მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება.

ლიბანის მთავრობამ ფინანსური დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს მიმართა. თუმცა ამჟამად 77 ათასი დაზიანებული შენობიდან მხოლოდ ნახევრის აღდგენა მოხერხდა. უსახლკარო ადამიანების დახმარებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი ართულებს. ლიბანში გავრცელებულია კორუფცია და გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი. ქვეყნის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი მიიჩნევს, რომ ამ რთულ ვითარებაში საზოგადოების ერთიანობაა საჭირო.

შარშან მსოფლიო ლიდერებმა ბეირუთის დასახმარებლად 250 მილიონი ევრო შეაგროვეს. უბედური შემთხვევის წლისთავზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალი ვიდეოკონფერენციის გამართვას აპირებს, იგი დონორებს ლიბანის დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend