მთავარისაქართველოIRI - გამოკითხულთა 61%-ს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს

IRI – გამოკითხულთა 61%-ს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”, (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.

კერძოდ, კითხვაზე: „გსურთ თუ არა იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში, თუ კმაყოფილი ხართ არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით?“ – გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, 31% კმაყოფილია არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით, 8%-მა კი არ იცის ან არ აქვს პასუხი კითხვაზე.

ამასთან, კიდევ ერთ შეკითხვაზე : „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში გადასინჯული საარჩევნო სისტემის მიღებას?“, გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ ნამდვილად უჭერს მხარს, 41 % – „ნაწილობრივ“, 11% – „ნაწილობრივ წინააღმდეგია“, 2 % – „ნადვილად წინააღმდეგია“, 12 %-მა კი არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend