მთავარიევროპასომხეთისომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.

დღეს, 2 აგვისტოს სომხეთის ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა გაიმართა და დეპუტატებმა ფიცი დადეს. სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში 3 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ წარადგინა, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend