მთავარი საქართველო თამარ გაბუნია - პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება

თამარ გაბუნია – პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება

პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა, ანუ პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დღეს ქვეყანაში 6700 საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საწოლების მობილიზება კიდევ მოხდება.

„დღის მდგომარეობით 6700 საწოლია მობილიზებული, დაემატა 600 საწოლი ბოლო ორი დღის განმავლობაში. პაციენტების რიცხვი, რომლებიც ჰოსპიტალში მკურნალობენ, არის 5 500 და აქედან, 221 იტარებს რეანიმაციულ მკურნალობას, ათასზე ოდნავ მეტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კონსულტაციები კლინიკებთან გრძელდება და მათთვის კოვიდსაწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილი ეტაპია, ამის გამოცდილება არსებობს და ვფიქრობთ, რომ მობილიზება მოხდება დამატებითი საწოლების. პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვდა საბედნიეროდ დაბალანსდა, ანუ პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის, დაემატა ჰოსპიტალური საწოლები პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის. ამ ეტაპზე სიტუაცია არის სრულად მართული ამ კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 16-დან 18-წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ აცრის პროცესი უკვე დაწყებულია.

„რაც შეეხება 16-დან 18-წლამდე ახალგაზრდების აცრას „ფაიზერით“ – ეს პროცესი დაწყებულია. რამდენიმე ათეული შემთხვევაა უკვე აცრილი, მათ შორის სტუდენტები. დაახლოებით, 20-მდე სტუდენტი იყო, რომელიც მიემგზავრებოდა და აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და ეს პროცესი გრძელდება ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend