მთავარიმსოფლიოევროპაკორონავირუსის მეოთხე ტალღა ევროპაში

კორონავირუსის მეოთხე ტალღა ევროპაში

საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.

ზოგიერთ რეგიონში ალკოჰოლის საჯაროდ მოხმარების უფლებაც დროებით შეიზღუდა.

„ჩემი აზრით, თუკი ხალხმრავალ ადგილას აღმოჩნდები, პირბადე აუცილებლად უნდა ატარო. თუ ნაკლები ადამიანია გარშემო, პირბადის ტარებაში სამწუხაროდ, აზრს ვერ ვხედავ“, – ამბობს გამყიდველი ჟულიენი.

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი “დელტა” შტამით მოსახლეობის ინფიცირების შემთხვევათა ზრდამ პარიზსა და ლონდონს შორის ურთიერთობები დაძაბა.

გაერთიანებული სამეფოს ახალი რეგულაციების მიხედვით საფრანგეთიდან მომავალ ყველა ვაქცინირებულ მოქალაქეს მაინც მოუწევს კარანტინის გავლა.

ეს მოთხოვნა საფრანგეთის გარდა ევროკავშირის წევრი არცერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ არ მოქმედებს.

მოქალაქეთა ნაწილი რეგულაციების დაწესებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ რეგულაციების აუცილებლობას აღიარებს.

„ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია საქმეს ართულებს, საკმაოდ ბევრი ადამიანი ხშირად მოგზაურობს საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში და შესაბამისად ეს რეგულაცია ბევრი ადამიანისათვის ბევრ პრობლემას ქმნის. მეორეს მხრივ, რეგულაციები საჭიროა“, – ამბობს ლონდონის მკვიდრი ინდია მანკუ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა ავსტრიაშიც. ქვეყნის ტერიტორიაზე ესპანეთის, კვიპროსისა და ნიდერლანდების მოქალაქეთათვის შესვლა გართულებულია.

პორტუგალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ქვეყანაში მოსახლეობის 85 პროცენტი აცრილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend