მთავარიმსოფლიოევროპათურქეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრებს ასობით მეხანძრე-მაშველი ებრძვის

თურქეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრებს ასობით მეხანძრე-მაშველი ებრძვის

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ მანავგატში გავრცელებული ხანძრის გამო თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქის 4 უბნიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. როგორც ცნობილია, ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.  ცეცხლის ლოკალიზების პროცესში 19 ვერტმფრენი და 30 სახანძრო მანქანაა ჩართული. ხანძარი ანტალიის მახლობლად 80 კილომეტრში გაჩნდა.

ხანძარი მანავგატის რაიონის 4 სხვადასხვა ადგილას მძვინვარებს და 1500 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს.

400-ზე მეტი მეხანძრე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.

ამავდროულად, საბერძნეთში დროსიის დასახლებიდან მეხანძრეებმა მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ხანძარი ქალაქის მახლობლად 28 ივლისს გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ახლო მდებარე ხევში გაჩნდა, თუმცა ძლიერი ქარი ართულებს მეხანძრეების მუშაობას.

ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია 16 სახანძრო მანქანა, 5 სახანძრო თვითმფრინავი, 2 სახანძრო ვერტმფრენი და 100-მეტი მეხანძრე-მაშველი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend