მთავარიაფრიკატუნისიტუნისში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია

ტუნისში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია

ტუნისში ეკონომიკური კრიზისია, მოსახლეობაში კი პოლიტიკოსებისადმი პროტესტი იზრდება. მაჰრან მეზლინი, ბოსტნეულის გამყიდველი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.

„ ჩემთან პროდუქტს გაჭირვებული ადამიანები ყიდულობენ, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ადამიანების ერთი კილოგრამი ხილის ყიდვის საშუალებაც არ აქვთ. ხალხი პროდუქტს უყურებს მაგრამ შესყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ, ეს მხოლოდ ბოსტნეულს არ ეხება, ხალხი ვერც სხვა პროდუქტებს ვერ ყიდულობს“ – ამბობს მაჰრან მეზლინი

ტუნისში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად პოლიტიკური სირთულეებიც დაგროვდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები გადააყენა, პარლამენტი კი ვერ ფუნქციონირებს.

ეგრეთწოდებული არაბული გაზაფხული 2011 წელს სწორედ ტუნისში დაიწყო, საპროტესტო აქციების შედეგად იმდროინდელი ხელისუფლება გადადგა.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა ცვლილებებმა ეკონომიკური აღმავლობა ვერ მოიტანა. ტუნისის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიამდე უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა 18 პროცენტს აღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend