მთავარი საქართველო შარლ მიშელი მოუწოდებს ყველა მხარეს პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენონ

შარლ მიშელი მოუწოდებს ყველა მხარეს პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი გამოეხმაურა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა 19 აპრილის დოკუმენტი.

“მივიღე ცნობად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება კვლავ სთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე ცნობად მივიღე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არ აწერს ხელს შეთანხმებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება რეფორმის დღის წესრიგის განხორციელების საუკეთესო გზაა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის კეთილდღეობისთვის.

ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების რეფორმირების ალტერნატივას.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განსახილველად“,- წერს განცხადებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend