მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის პოლინეზიაში დაზარალებულებს საფრანგეთი კომპენსაციას გადაუხდის

საფრანგეთის პოლინეზიაში დაზარალებულებს საფრანგეთი კომპენსაციას გადაუხდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქალაქ პაპეეტეში ყოფნისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს 1996 წლამდე წყნარ ოკეანეში ბირთვული ცდების ჩატარების გამო საფრანგეთის პოლინეზიის ვალი ჰქონდა.

პრეზიდენტმა ისაუბრა 200 ბირთვულ ცდაზე, რომლებსაც საფრანგეთი 30 წლის განმავლობაში ატარებდა. ათასობით მოსახლე რადიოაქტიური დასხივების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„დღეს მინდა, სიჩუმე დავარღვიო და სიმართლე ვთქვა, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა მოხდა ზუსტად, რა იცოდა საზოგადოებამ და რა ვიცით ახლა. ჩვენ ბევრი გავეცით, ხალხსაც გადავუხადეთ, თუმცა ჩვენ ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაცია არ გაგვიცია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ერთსაათიან გამოსვლაში პრეზიდენტს არ უხსენებია სიტყვა „პატიება“.

რაც შეეხება დაზარალებულების კომპენსაციას, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ელის, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს 187 საქმე უკვე დასრულდა, მაშინ, როცა მის არჩევამდე მხოლოდ 11 საქმე იყო გამოძიებული.

საფრანგეთის პოლინეზიაში ჩატარებული ცდებისას დაახლოებით 110 000 ადამიანი, ფაქტობრივად, არქიპელაგების მთელი მოსახლეობა, რადიოაქტიური დასხივების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

საფრანგეთის მთავრობამ კი ისინი მოსალოდნელი საშიშროებისგან არც დაიცვა და არც წინასწარ გააფრთხილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend