მთავარიევროპასაფრანგეთიქალაქი ნიცა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ქალაქი ნიცა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

გასულ დღეებში გაეროს კულტურულმა ორგანიზაცია იუნესკომ საფრანგეთის ქალაქი ნიცა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამით ნიცა უერთდება საფრანგეთის 40-ამდე ობიექტსა და ადგილს, როგორებიცაა მდინარე სენას ნაპირები პარიზში და ამიენის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომლებიც ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ქალაქი ნიცა, რომელსაც როგორც „კოხტასა და ლამაზს“, ისე მოიხსენიებენ, მე-18 საუკუნიდან იზიდავდა ევროპელ არისტროკატებს, მათ შორის იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, რომლის პატივსაცემად ზღვისპირა ზოლს „ინგლისელების ბულვარი“ უწოდეს.

იუნესკოს გადაწყვეტილების შესახებ ქალაქის მერმა განცხადება ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.  ნიცას, რომელიც განთქმულია თავისი სასიამოვნო კლიმატით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რივიერას ზამთრის საკურორტო ქალაქი უწოდეს.

ქალაქი ნიცა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონზე მეტია, საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის არეალში სიდიდით მეორე ქალაქია მარსელის შემდეგ, მეხუთე კი – მთელი საფრანგეთის მასშტაბით.

ნიცა ტურისტებისთვის მიმზიდველი ცენტრია, რომელსაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს. ქალაქის აეროპორტი კი საფრანგეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend