მთავარიევროპასაფრანგეთი„ედენის კინოთეატრი“ გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

„ედენის კინოთეატრი“ გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

„ედენის კინოთეატრი“ მსოფლიოში ყველაზე ძველი კინოთეატრია.

ლა-სიოტაში, მარსელთან ახლოს, ზღვასთან მდებარე „ედენის კინოთეატრი“ ივლისში გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. თუ ყურადღებას მივაქცევთ მისი აგების დროს, მივხვდებით, რომ ის ძმები ლუმიერების მიერ 1895 წელს გადაღებულ ფილმზე ძველია.

თეატრის დირექტორი მარი-ლაურა სმილოვიჩი ამბობს, რომ „ედენი“ 1889 წელს აშენდა და ის იტალიურ თეატრს უფრო ჰგავს, ვიდრე კინოთეატრს.

ძმებმა ლუმიერებმა, რომლებსაც ლა-სიოტაში მეორე სახლი ჰქონდათ, ქალაქს უკვდავება მიანიჭეს, როდესაც მისი ადგილები ერთ-ერთ პირველ ფილმში გადაიღეს. ედენში პირველი კინოჩვენება მე-19 საუკუნის ბოლოს გაიმართა.

ბიბლიოთეკარ გი ანფოსის თქმით, 1899 წლის 21 და 22 მარტს მაყურებელმა ძმები ლუმიერების ფილმები იხილა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინც კინოჩვენებას დაესწრო, ყველას,  განურჩევლად ასაკისა, ერთნაირად მოეწონა მათი ნამუშევარი.

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე კინოთეატრი დღესაც ფუნქციონირებს და როგორც უწინ, ახლაც, როდესაც შუქი ჩაქრება, შენც ჯადოსნურ სამყაროში გადადიხარ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend