მთავარისაქართველოსაქართველოში საერთაშორისო სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

საქართველოში საერთაშორისო სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

საერთაშორისო სამხედრო სწავლება სახელწოდებით “მტკიცე სული 2021”, 26 ივლისს დაიწყო და საქართველოში უკვე მეათედ ტარდება.

სამხედრო სწავლებებში ნატოს წევრი 12 სახელმწიფოსა და ნატოს პარტნიორი 3 სახელმწიფოს არმიის შენაერთები მონაწილეობენ.

სამხედრო სწავლებაში 700 ამერიკელი, 2 ათასამდე ქართველი და სამხედრო სწავლებაში მონაწილე სხვა სახელმწიფოთა 250 ჯარისკაცი მონაწილეობს.

სამხედრო სწავლებები საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის მეთაურობით მიმდინარეობს.

სამხედრო სწავლებების ძირითადი მიზანი მოკავშირე სახელმწიფოების არმიებს შორის ურთიერთთავსებადობის ზრდაა.

წელს პირველად სწავლებებში ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გადმოისროლეს, უკრაინელმა სამხედროებმა კი საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად შავი ზღვა სადესანტო ხომალდით გადმოკვეთეს.

„მტკიცე სულის“ ნაირსახეობის სამხედრო სწავლებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები მიმართულებაა, საქართველოს არმიას კი შესაძლებლობა ეძლევა მოკავშირე სახელმწიფოების არმიებთან ერთად კოორდინაციისა და სამხედრო მოქმედებების ერთობლივად წარმოების გამოცდილება მიიღოს. სამხედრო სწავლებები 6 აგვისტოს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend