19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი თავი ამოწურა. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გააკეთა. შეთანხმების გაუქმების მიზეზად ის იმ ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარს ასახელებს, რომელთაც დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა კორნელი კაკაჩიამ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში 19 აპრილის შეთანხმების შესახებ ისაუბრა, რომელიც მმართველმა პარტიამ დღეს გააუქმა.