მთავარიამერიკააშშ"დიქსის" ხანძარმა ნიუ-იორკზე დიდი, 850 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაანადგურა

“დიქსის” ხანძარმა ნიუ-იორკზე დიდი, 850 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაანადგურა

იმ მეხანძრეებს, რომლებიც კალიფორნიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, ახლა გრილი და ნოტიო ამინდი დაუდგათ, რაც ხელს უწყობს მათ მუშაობაში.

თუმცა ე.წ. დიქსის ხანძარმა უკვე მოასწრო არაერთი სახლისა და უზარმაზარი ტერიტორიის განადგურება.

სახანძრო სამსახურის სპიკერი კევინ კოლბურნი აღნიშნავს, რომ ახლა უკეთესი მდგომარეობაა და უფრო მეტი კერის ლოკალიზებას ახერხებენ. მისი თქმით, ხანძარი მნიშვნელოვნად შესუსტდა და გასულ დღეებთან შედარებით, ახალი კერების ნაკლები რაოდენობაა. ეს ყველაფერი კი ამინდის ცვლილებამ გამოიწვია.

ე.წ. დიქსის ხანძარმა ქალაქ ნიუ-იორკზე დიდი, 850 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაანადგურა. ბოლო მონაცემებით, ამ ტერიტორიის მხოლოდ 23% იყო ლოკალიზებული. სან-ფრანცისკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 000-ზე მეტ სახლს ემუქრებოდა საფრთხე.

საფრთხის ზონაში მცხოვრები ასობით მოქალაქე იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. სუზანვილის ერთ-ერთ სკოლაში მათთვის   თავშესაფარი მოეწყო.

ისტორიულმა გვალვამ და ბოლოდროინდელმა სიცხეებმა,  რომლებიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, უფრო გაართულა ტყის ხანძრებთან გამკლავება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ბოლო 30 წელია, კლიმატის ცვლილების გამო ეს რეგიონი უფრო ცხელი და მშრალი გახდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ამინდი აქ უფრო ექსტრემალური იქნება, ეს კი უფრო ხშირად გამოიწვევს ხანძრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend