მთავარიმსოფლიოიაპონიატოკიოში ოლიმპიადაზე გულშემატკივრების დასწრების აკრძალვამ ადგილობრივი ბიზნესი დააზარალა

ტოკიოში ოლიმპიადაზე გულშემატკივრების დასწრების აკრძალვამ ადგილობრივი ბიზნესი დააზარალა

ტოკიოს მცირე ბიზნესი პანდემიასთან ერთად, ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივრების დასწრების აკრძალვამაც დააზარალა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მიმდინარე ოლიმპიადის პარალელურად ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა მეოთხედ გამოცხადდა, რაც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. სუგას განცხადებით, თამაშების შეჩერება არ იგეგმება.

„ასეთ სიტუაციაში ჩვენ გვსურს, რომ იაპონიის ყველა მოქალაქე დარჩეს სახლში და არ გამოვიდეს, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის და ოლიმპიადას თუ პარაოლიმპიადას ტელევიზორიდან უყუროს“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ.

ტოკიოში ოლიმპიური სოფლის გარშემო არსებული ტურისტული დაწესებულებები პანდემიის მიერ გამოწვეულმა შეზღუდვებმა საგრძნობლად დააზარალა.

შუიჩი ინოეს იაპონური ტკბილეულის მაღაზია, რომელიც მთავარ ტურისტულ უბანში მდებარეობს, შეზღუდვების დაწესების გამო უცხოელი ტურისტების ნაკლებობას განიცდის.

„ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს აქ, ასაკუსის ტერიტორიაზე, ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი უნდა ყოფილიყო. თუმცა მაყურებლის დასწრება რომ აკრძალეს, აქ სიჩუმეა. ჩვენ კი იმედგაცრუებული ვართ“, – ამბობს შუიჩი ინოემ.

სამშაბათს, ოლიმპიადის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ტოკიოში კორონავირუსის 2,848 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქალაქისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც პარაოლიმპიადა დაიწყება. თუმცა ადგილობრივი ბიზნესის ბრძოლა არსებობისთვის კვლავ გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend