მთავარი აფრიკა ტუნისი გაეროსა და შეერთებულ შტატებში შეშფოთება გამოხატეს ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გაეროსა და შეერთებულ შტატებში შეშფოთება გამოხატეს ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

მსოფლიოს ლიდერები შეშფოთებას გამოხატავენ ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა კაის საიედმა პარლამენტი დაითხოვა და თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ქვეყანაში პარალელურად ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. სამხედროებმა გასულ კვირას ტუნისის პარლამენტი ალყაში მოაქციეს და პარლამენტის სპიკერს უფლება არ მისცეს, შენობაში შესულიყო. შეშფოთებას გამოთქვამენ გაეროშიც.

როგორც გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაკი აცხადებს, გაერო ყურადღებით აკვირდება ტუნისში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისაგან. მისი თქმით, უთანხმოება და ნებისმიერი საკითხი მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან შეერთებულ შტატებშიც. თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი რანგის წარმომადგენელებს მუდმივი კავშირი აქვთ ტუნისის ლიდერებთან, რათა უფრო კარგად შეისწავლონ მდგომარეობა. შეერთებული შტატები სიმშვიდისკენ მოუწოდებს ყველა მხარეს და მხარს უჭერს ტუნისს, რომ განაგრძოს წინსვლა დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით

უკვე 10 წელია, ტუნისი ეკონომიკის მდგრადობისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას ცდილობს. საპროტესტო გამოსვლები მთავრობის მიერ პანდემიის არაეფექტიანი მართვის გამოც დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend