ჩრდილოეთ კორეაში ომის დამთავრების 68 – ე წლისთავს ზეიმობენ.
დედაქალაქ ფხენიანში ყოფილ ლიდერების, კიმ ირ სენსს, კიმ ჩენ ირისა და ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს პატივი.
ცერემონიაში მონაწილეობა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით სავალდებულოა. მოსახლეობამ ორი ლიდერის, კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის ძეგლებთან თაიგულები მიიტანა, ღონისძიებები გაიმართა ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთანაც.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას სპეციალური სატელევიზიო ეთერით მიმართა. მისი თქმით, ომი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეის მარიონეტულმა რეჟიმმა დაიწყეს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა სამშვიდობო ზავი ორ სახელმწიფოს შორის დღემდე არ შემდგარა.