მთავარიევროპაიტალიაფილმები, რომელთა პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება

ფილმები, რომელთა პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება

ვენეციის კინოფესტივალზე არაერთი ცნობილი რეჟისორის ფილმის პრემიერა იგეგმება. მათ შორისაა ფილმი „დიუნი“, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. წიგნის ადაპტირებული ვერსიის შექმნა არაერთ ცნობილ რეჟისორს უცდია, თუმცა წარუმატებლად. ამჯერად ამ მისიის შესრულება რეჟისორმა დენი ვილნევმა გადაწყვიტა. რამდენიმე წლის წინ მან ფილმი „სამართებელზე მორბენალი 2049“ გადაიღო.

ვენეციის კინოფესტივალზე ასევე საშინელებათა ფილმის „ბოლო ღამე სოჰოშის“ პრემიერა გაიმართება. ფილმში მოქმედება 1966 წლის ლონდონში ვითარდება და მასში ცნობილი მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი მონაწილეობს. ფილმის რეჟისორი ედგარ რაითია, მისი ბოლო ნამუშევარი ოსკარზე წარდგენილი ფილმი “ბეიბი დრაივერია“.

ფესტივალზე მაყურებლებს ისტორიული დრამის „უკანასკნელი დუელის“ ნახვაც შეეძლებათ. ფილმი მეთოთხმეტე საუკუნეში მცხოვრები რაინდების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მასში მსახიობები მეტ დეიმონი, ბენ აფლეკი და ადამ დრაივერი მონაწილეობენ. „უკანასკნელი დუელი“ ლეგენდარულმა რეჟისორმა რიდლი სკოტმა გადაიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend