მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში მიღებულ ახალ კანონს, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას უკავშირდება პროტესტი მოჰყვა

საფრანგეთში მიღებულ ახალ კანონს, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას უკავშირდება პროტესტი მოჰყვა

საფრანგეთში მიღებულ ახალ კანონს, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, რესტორნების თანამშრომლებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობის მსურველთა სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ახალი კანონის მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები 15 სექტემბრამდე უნდა აიცრან, საფრანგეთის მოქალაქეებმა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ე. წ. კოვიდსაშვები უნდა წარადგინონ, რაც იმას გულისხმობს, რომ საფრანგეთის მოქალაქე ან სრულად უნდა იყოს აცრილი, ან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდეს, ან ვირუსი ახალი გადატანილი ქონდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend