მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს

ესპანეთის ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამავდროულად, კოვიდცენტრები აქტიურად იღებენ ესპანეთის მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსისის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სურვილი აქვთ.

გასულ ორშაბათს ესპანეთში 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ესპანეთმა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ვაქცინაციის პროგრამა ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა ქვეყანაში პროცესი მალევე დაჩქარდა.

ბარსელონას მახლობლად  ქალაქ ტერასაში ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაზე საზოგადოების მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, არც ერთი ვაქცინა არ გაფუჭდება.

ესპანეთის ვაქცინაციის პროგრამის წარმატება ძირითადად უკავშირდება ესპანეთის ჯანდაცვის ეფექტიან სისტემასა და კარგად შემუშავებულ გეგმას, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე.

შიში იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ შეძლებს ამ კამპანიის სწორად წარმართვას , ჯერჯერობით უსაფუძვლო აღმოჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend