მთავარისპორტიმეორე ვერცხლი ტოკიოდან

მეორე ვერცხლი ტოკიოდან

ტოკიო 2020-ზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე მედალი მოიპოვეს. ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანს, თუმცა 21 წლის ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის მატჩი ცუკასა იოშიდასთან წააგო.

მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი საქართველოს ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend