მთავარიმსოფლიოკორდუანის შუქურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

კორდუანის შუქურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

მსოფლიოში ცნობილი კორდუანის შუქურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. შუქურა მე-16 საუკუნის ბოლოს ფრანგმა ინჟინერმა ლუი დე ფუამ ააგო, მე-18 საუკუნეში კი მას რესტავრაცია ჩაუტარდა.

გასულ შაბათს იუნესკოს აღიარება მოიპოვა საფრანგეთში კორდუანის შუქურამ, რომელიც უკვე 400 წელია ქარსა და ტალღებს უძლებს. შუქურა ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიას დაემატება.

კორდუანის შუქურა მე-16 საუკუნის ბოლოს აიგო და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ატლანტის ოკეანეში დგას. როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აცხადებენ, აქ საკმაოდ მძიმე პირობებია.

შუქურა ინჟინერმა ლუი დე ფუამ დააპროექტა, მე-18 საუკუნეში კი ჟოსეფ ტელერმა მას რესტავრაცია ჩაუტარა და მცირე ცვლილებებიც შეიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend