მთავარი ევროპა გერმანია გერმანიაში სინოპტიკოსები კიდევ უფრო ძლიერი წვიმის მოსვლას ვარაუდობენ

გერმანიაში სინოპტიკოსები კიდევ უფრო ძლიერი წვიმის მოსვლას ვარაუდობენ

გერმანიის იმ რეგიონებში, სადაც გასულ კვირას წყალდიდობას 128 ადამიანი ემსხვერპლა, სინოპტიკოსები ამ შაბათ-კვირის კიდევ უფრო ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.

როგორც გერმანიის ამინდის ბიუროში აცხადებენ, შაბათს ქარიშხალი რაინლანდ-პფალცის რეგიონამდე მიაღწევს.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ წყალდიდობის გამო დაკარგულ 100-მდე დაკარგულ ადამიანს.

ოთხშაბათს გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა 400 მილიონი ევროს დაუყოვნებლივი დახმარების პაკეტი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისთვის. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებულ რეგიონებს სწრაფად აღადგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend