მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ევროპაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ევროპაში ვაქცინაციის პროცესის შენელების ფონზე რამდენიმე ქვეყანაში აცრის გაკეთება სავალდებულო ხდება.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში რესტორნებსა და კაფეებში შესასვლელად აუცილებელია ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ასევე ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პერსონალისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულოა. არღვევს თუ არა ასეთი კანონი მოსახლეობის უფლებებს. ბოხუმის უნივერსიტეტის მკვლევარი სისი კასტონი ამბობს, რომ იურიდიული თვალსაზრისით, ეს კანონიერია.

სავალდებული ვაქცინაცია არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ის უსაფრთხოებისთვის წესდება, და არა სადამსჯელო მიზნებით. ამ ორს შორის განსხვავების პოვნა კი რთულია“, – განაცხადა სისი კასტონმა.

საფრანგეთში, დანიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში სხვადასხვა ადგილას შესვლისთვის კოვიდსერტიფიკატის წარდგენაა საჭირო. ასევე საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალმა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.

ეურონიუსი ამ ქვეყნების მოსახლეობას ესაუბრა, რომ გაეგო მათი აზრი ახალ წესებთან დაკავშირებით. შეფასებები კი განსხვავებული იყო.

„როდესაც ადამიანებს ბარში არ უშვებ, შენ მათ უფლებას არღვევ. ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, მათ ვაქცინის მიმართ ცნობიერება უნდა აამაღლონ და დაარწმუნონ ხალხი, რომ ვაქცინა ცუდი არ არის”, – ამბობს მარია.

„მე არ ვეთანხმები, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ხალხის გადასაწყვეტია, აიცრება თუ არა. მე პირადად ვაქცინაციის მომხრე ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის დაძალება კონტრპროდუქტიულია”, – თქვა ბრუნომ ევრონიუსთან საუბარში.

პოლიტოლოგი ვინსენტ ლაბორდერი ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნები ვაქცინაციაზე დისკრიმინაციაა და ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს.

„განსხვავება იქმნება არა მხოლოდ ვაქცინირებულსა და არავაქცინირებულს შორის არამედ მდიდარსა და ღარიბს შორისაც, რადგან დღეს უფრო ნაკლები ღარიბი ადამიანია ვაქცინირებული. ასევე დისკრიმინაცია იგრძნობა ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორისაც. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ორად გახლეჩის საშიშროებაა“, – განაცხადა
ვინსენტ ლაბორდერიმ.

წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჰეპატიტით არიან დაავადებული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა ასეთი გადაწყვეტილება კოვიდთან დაკავშირებით უნდა მიიღონ და კოვიდვაქცინა გარკვეული ჯგუფისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend