მთავარისაქართველოშესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი, ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად

შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი, ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად

სავარაუდოდ, დღეს, 23 ივლისს გახდება ცნობილი, ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად.

წინასწარი ინფორმაციით, ეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
პარტიათა შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დასახელებას გეგმავს.

“ნაციონალური მოძრაობა” კოლეგებს ამბიციების გვერდზე გადადებისკენ მოუწოდებს და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.

“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი ექნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend