მთავარისაქართველო“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დაარეგისტრირა

“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დაარეგისტრირა

5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესწავლისა და გამოიძიების მიზნით ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დაარეგისტრირა და მისი უფლებამოსილების ვადა 3 თვით განსაზღვრა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას სჭირდება 50 ხმა – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაშიც, რომელიც წარმოდგენილია ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი.”


 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend