მთავარიმსოფლიოვაშინგტონისა და ბერლინის შეთანხმება

ვაშინგტონისა და ბერლინის შეთანხმება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება მოიცავს ბერლინის მიერ პასუხისმგებლობის აღებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, გერმანია მოსკოვს სანქციებს დაუწესებს.

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტის მეშვეობით რუსეთის ფედერაცია ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას ბუნებრივ აირს მიაწვდის.

პროექტის ამოქმედების შემდეგ, რუსეთის მიერ ევროპისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობა გაორმაგდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კი ბერლინთან გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ენერგო რესურსების ტრანზიტის საკითხების მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევაში, რუსეთს სანქციები დაუწესდება“, –  აცხადებს ვიქტორია ნულანდი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტი ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევაა.

ვაშინგტონში შიშობენ, რომ ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ფედერაციის გავლენა ევროპაში მეტად გაიზრდება.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამ პროექტის მშენებლობის შეჩერება შეუძლებელი იყო. როგორც იცით ამ საკითხთან დაკავშირებით, მე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა მქონდა. ანგელა მერკელი აქტიურად მუშაობს მისი მთავრობის წარმომადგენლებთან პასუხისმგებლობის აღების საკითხთან დაკავშირებით რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისათვის და სხვა სახელმწიფოებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, მოსკოვს სანქციები დაეკისრება”,  – აცხადებს ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

როგორც უკრაინის ასევე პოლონეთის მეთაურობა აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტის ამოქმედება მათ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს და ფინანსურ პრობლემს წარმოშობს.

რუსეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პროექტი ყველა მხარეს კომერციულ სარგებელს მოუტანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend