მთავარიევროპანორვეგია2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოხდა

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოხდა

უტოიას კუნძული ყოველთვის იქნება დაკავშირებული ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ თავდასხმასთან.

ტრაგედიიდან 10 წლის თავზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლოფვენმა მეზობელ ერს მიუსამძიმრა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული 77 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი აშენდა, ასევე გაიხსნა სასწავლო დაწესებულებაც.

2011 წლის 22 ივლისს, ტერორისტული თავდასხმა თავდაპირველად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მოხდა, სადაც მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქებიდან ცოტა ხანში, უტოიას კუნძულზე მდებარე სასწავლო ბანაკს თავს შეიარაღებული პირი დაესხა.

ერთი საათის განმავლობაში, პოლიციელის უნიფორმაში გამოწყობილმა თავდამსხმელმა, 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანიც.

თავდამსხმელი, რომელიც მემარჯვენე რადიკალი აღმოჩნდა დააკავეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend