რუსეთის ფედერაციის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედების შემდეგ პროექტის მეზობელ სახელმწიფოებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობები შესაბამის საგარეო პოლიტიკურ სვლებზე შეთანხმდნენ.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ. რომ პროექტის ამოქმედების შემდეგ მოსკოვი უკრაინაზე საგარეო პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებს.