მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირში ფულის გათეთრების საწინღმდეგო სააგენტოს დაარსება სურთ

ევროკავშირში ფულის გათეთრების საწინღმდეგო სააგენტოს დაარსება სურთ

ევროკავშირი ფულის გათეთრების პრობლემასთან ბრძოლას აძლიერებს. რამდენიმე სკანდალის შემდეგ, როგორიც იყო, მაგალითად, დანიის „დანსკე ბანკის“ 200 მილიონი ევროს გათეთრების შემთხვევა, ევროკომისიამ გადაწყვიტა, შექმნას ახალი სამეთვალყურეო სააგენტო – ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო.

ახალი კანონპროექტის მიზანია, გააძლიეროს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კანონი და ასევე შეაფერხოს ტერორიზმის დაფინანსების გზები.

ევროკომისარი ფინანსურ საკითხებში მეირიდ მაკგინესი ამბობს, რომ გათეთრებული ფულის უკან ძალიან ბევრი საშინელი დანაშაული დგას, რომლებიც მოსახლეობისთვის, მათი ოჯახებისთვის, და საზოგადოებისთვის ზიანის მომტანია.

„ფულის გათეთრებასთან ბრძოლა კრიმინალთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. ჩვენ გამოვიკვლიეთ, რა ხარვეზებია ჩვენს კანონმდებლობაში და ვთქვით, რომ ეს საკმარისია,” – განაცხადა ევროკომისარმა.

ახალი სააგენტო ტრანსასაზღვრო ფინანსურ საქმიანობას გაუწევს ზედამხედველობას. მას ჯარიმების დაწესება და კრიპტო ვალუტის პროვაიდერების გაკონტროლება შეეძლება. ხოლო ნაღდი ფულით გადახდაზე 10,000 ევროს ლიმიტი დაწესდება.

იმ ქვეყნებს რომლებსაც უკვე არსებული დირექტივები ჯერ ბოლომდე არ შემოუღიათ, ვალდებული იქნებიან, რომ ახალი კანონები დაამტკიცონ, რომ მომავალში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული.

ევროპარლამენტარი ეერო ჰეინალუომას თქმით არსებობს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შემოუღიათ მეოთხე და მეხუთე დირექტივა, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ბრძანება.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა წევრ ქვეყანას საერთო წესები გვაქვს, რომ თუ კრიმინალური ფული ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდა, მისი გამოაშკარავება და შეჩერება ერთიანად უნდა მოხდეს.“

თუ ახალ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს ევროპარლამენტი და წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ, ორგანო მუშაობას 2024 წლისთვის დაიწყებს. ახლა კი დაიწყება გარჩევა იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყანა უმასპინძლებს ახალ ორგანოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend