მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში მრევლი კათოლიკურ ეკლესიას ტოვებს

პოლონეთში მრევლი კათოლიკურ ეკლესიას ტოვებს

პოლონეთში ოფიციალურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს კათოლიკურ ეკლესიას. აბორტის შესახებ მიღებულმა კანონმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მათ შორისაა 32 წლის ოლა გოსკი, რომელიც აღიარებს, რომ კათოლიკური ეკლესიის ქმედებების გამო ადრე კრიტიკულად იყო განწყობილი. მისთვის გარდამტეხი იყო გასული წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად მიიჩნევა.

„შეგრძნება მქონდა, რომ ამით რაღაც სიმბოლურს გამოვხატავდი. იცოდეს სამყარომ. თუნდაც ჩემმა პატარა სამყარომ, რომ ჩემთვის მიუღებელია რაც ხდება”,-  ამბობს ოლა გოსკი.

სასულიერო პირები პოლონეთში ამბობენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიიდან წამოვიდნენ, დიდად მორწმუნეები არც იყვნენ. განდგომილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია

“ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს, ალბათ ეს გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც დიდი ხანია არ ყოფილან კათოლიკურ საეკლესიო თემში. ჩემს მრევლშიც იყო ოთხი ასეთი შემთხვევა”, – ამბობს მღვდელი პიოტრ პიერშალა.

კათოლიკური ეკლესია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. ერთ-ერთი ვებგვერდის ხელმძღვანელის თქმით, წელს მათი რიცხვი 3000-ს აღწევს.

“2020 წელს, კრაკოვის საეპისკოპოსოში დაახლოებით 450 ასეთი განდგომილი იყო. იმავე პერიოდში, ჩემს ვებგვერდზე შემოვიდა იმ  3000 ადამიანის  განცხადება, რომლებიც კრაკოვის ეპარქიიდან წამოვიდნენ. არსებობს  სხვა ბევრი ვებგვერდიც, რომელთაც განდგომილთა განაცხადის ფორმები დასაბეჭდად მზად აქვთ. ჩემი აზრით, ეკლესია არ გაასაჯაროებს მათ ოფიციალურ ინფორმაციას, რადგან ეს მათ არ აწყობთ “, – ამბობს ვებგვერდის დამფუძნებელი კრისტოფ გუიზდალა.

ჯერჯერობით განდგომილთა რაოდენობის შესახებ არც ვატიკანი საუბრობს, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ  ის პოლონეთისთვის გარკვეულ დისციპლინურ ნორმებს დააწესებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend