მთავარი გადაცემები სამიზნე პანდემიით წახალისებული ბიზნესები

პანდემიით წახალისებული ბიზნესები

ბოლო 18 თვის განმავლობაში კოვიდ-19-მა მთელი მსოფლიო გამოწვევების წინაშე დააყენა, ხალხის  ცხოვრება შეცვალა და მილიონობით ადამიანს სამუშაო დააკარგვინა.

მაგრამ პანდემიამ ახალი ბიზნესების შექმანასაც შეუწყო ხელი  განვითარებულ ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორებიცაა ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და აქ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

2020 წლის ოქტომბერში 84 ათასი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა საფრანგეთში, რაც 20 პროცენტით აღემატება 2019 წლის იმავე მაჩვენებელს და რეკორდულად მაღალია ამ ქვეყნის ისტორიაში.

მელოდი მოკი გასულ წელს დუბაიში ბევრი სხვა დასაქმებულის მსგავსად, ღონისძიებათა ორგანიზატორ  კომპანიაში ზედმეტი აღმოჩნდა. იგი დაითხოვეს და სირთულეებიც დაიწყო.

მელოდი მოკი, კომპანია „ცნობისმოყვარე სპილოს“ დამფუძნებელი:

„ისეთი განცდა მქონდა, რომ სამყარო თავზე დამენგრა და უამრავი ცრემლი დავღვარე. ჩემი ქმარი უზომოდ თანამიგრძნობდა და მე ვიფიქრე, რა უნდა მოვუხერხო თავს? მეორე დღეს გადავწყვიტე, რომ ან ისევ ქვითინს გავაგრძელებდი, ან თავს ხელში ავიყვანდი  და რაღაც მართლა სასარგებლოს გავაკეთებდი.“

როგორც თავადაჯერებულმა გურმანმა, მელოდიმ სახლის სამზარეულო რეცეპტები შეისწავლა და ნედლი წიწაკისაგან აზიური სანელებლები დაამზადა.

მელოდი მოკი, კომპანია „ცნობისმოყვარე სპილოს“ დამფუძნებელი:

„ძალიან ბევრი რამ შევისწავლე. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან რთული იყო,  მაგრამ ნამდვილად ღირდა. მეორე მხრივ, სამსახურიდან რომ არ გამოვეშვი, ალბათ ისევ იმ საქმეს გავაგრძელებდი და  არც ბედნიერი ვიქნებოდი. ახლა სულ მცირე ჩემი თავი ვიპოვე და ბედნიერი ვარ. ყველაზე ბედნიერი ვარ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში.““

რადგან უამრავი ადამიანი 24 საათი სახლში იყო გამოკეტილი, ხელმარჯვე ოსტატობა  და სახლის გალამაზება პოპულარული გახდა. ეს ბაზარი 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით 647 მილიარდ ევროდ შეფასდა. მოსტაფა ელჰრიზიმ და მისმა პარტნიორებმა ნაქირავები ბინის გარემონტება გადაწყვიტეს და ისეთი რამის ძებნა დაიწყეს, რაც ხელმისაწვდომიც იქნებოდა და თანამედროვეც.

მოსტაფა ელჰრიზი, „ფილების საზოგადოების“ თანადამფუძნებელი:

„ჩვენ გვინდოდა სამზარეულოს კაფელი გამოგვეცვალა და რამდენიმე დღე ტვინს ვიჭყლეტდით, რომ რამე მოგვეფიქრებინა.  დავინახეთ შპალერის ხვეულა და ზედ ფილები მივაკარით. პირველ რიგში, არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღაზიებში დავიწყეთ ძებნა, ხომ არ იყო ისეთი მაღაზია ან ინტერიერის დიზაინის კომპანია ან ვინმე, ვინც  მსგავს პროდუქტს ყიდდა.  მერე ჩვენ თითონ გავაკარით კედელზე და ჩვენმა მეგობრებმა, რომლებმაც ნახეს,  ვერ დაიჯერეს, რომ ეს ნამდვილი კაფელი არ იყო. ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ აქედან  ბიზნესი გამოვიდოდა.“

წვრილი ბიზნესი მალე გაცილებით დიდ კომპანიად გადაიქცა.

მოსტაფა ელჰრიზი, „ფილების საზოგადოების“ თანადამფუძნებელი:

„როდესაც კაფელის გაკეთება დავიწყეთ, იმ დროისთვის ზოგიერთის სამზარეულო, ერი შეხედვით  კარგად გამოიყურებოდა, თუმცა სამზარეულოს და ჭურჭლის კარადების ზედაპირები პრობლემური იყო. არსებობს არქიტექტურული ვინილის გადასაკრავი და ჩვენ ამის შესწავლა დავიწყეთ.“

პანდემიის დროს ძალიან გაიზარდა მოთხოვნა საშინაო ტანსაცმელზე, რადგან ხალხი უმეტესად სახლში იყო. კომპანია Azuki & L’ustralia-ს დამფუძნებელი ბრიტანი სულთანი მიხვდა, რომ „საშინაო ტანსაცმლის ტარება მოსაწყენი იყო“ და გადაწყვიტა ისეთი ტანსაცმელი  შეექმნა, რომელიც ლამაზიც იქნებოდა და კომფორტულიც. აი, ასე გაჩნდა კომაპნია Azuki-ი.

„აზუკი“ისეთ ტანსაცმელს არჩევს, რომელიც ორგანულია და თან დუბაიშია დამზადებული.

ბრიტანი სულთანი, კომპანია Azuki & L’ustralia-ს დამფუძნებელი:

„ აქცენტს  გამძლე პროდუქტზე ვაკეთებ, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ამდენი მოდური ნივთი ვატარე, რომელიც სწრაფად გადიოდა მოდიდან. შეიხედავ  გარდერობში და ტევა აღარ არის. მინდოდა, რაღაც ისეთი შემექმნა, რაც გამძლეც იქნებოდა, ლამაზიც და თან სულ მოდაში იქნებოდა.“

Azuki  ისე გაფართოვდა, რომ მალე ბრიტანიმ მეორე კომპანია დაარსა, არადა, ჯერ პირველი კომპანია ერთი წლისაც არ არის.

ბრიტანი სულთანი, კომპანია Azuki & L’ustralia-ს დამფუძნებელი:

„ახლა წინ მივდივართ. ჩვენი კომპანია მულტიბრენდული ციფრული გაყიდვების პლატფორმა ხდება ავსტრალიური და ახალი ზელანდიური ბრენდებისთვის. ჩვენს ვებგვერდზე რამდენიმე ბრენდი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის Azuki-ც. პარალელურად მცირე ადგილობრივ ბიზნესებს დავუთმობთ ადგილს, რომელთა მფლობელებიც ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან არიან, მაგრამ აქ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობენ.“

პანდემიის დროს  ზოგიერთი ბიზნესის წამოწყება აუცილებლობამ განაპირობა, ზოგი კი იმიტომ გაჩნდა, რომ მის მფლობელს კონკრეტული პრობლემის გადაჭრა თავად მოუწია. მაგრამ თითოეული მათგანის მიზანი მხოლოდ წარმატება იყო.

 

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend